პსჟ-ის თავდამსხმელი ედინსონ კავანი "ატლეტიკოში" გადასვლასთან ახლოსაა.
32 წლის ურუგვაელის აგენტები კონტრაქტის დეტალების შესათანხმებლად მადრიდში ჩავიდნენ. ფეხბურთელის საკითხი უახლოეს საათებში უნდა გადაწყდეს.
"ატლეტიკო" კავანის 2.5-წლიან კონტრაქტს მისი შემდგომი გახანგრძლივების პერსპექტივით გაუფორმებს.
მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, კავანის მედშემოწმება არ გაუვლია, თუმცა ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება, რადგან შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია.
მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, კავანის მედშემოწმება არ გაუვლია, თუმცა ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება, რადგან შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია.
As-ის ცნობით, ბოლოს "როხიბლანკომ" "პარი სენ ჟერმენს" ტრანსფერში 18 მილიონი ევრო შესთავაზა.