ევროპის ყველაზე საიმედო დაცვის წყვილი - მიმდინარე სეზონში მათ თამაში არ წაუგიათ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" მიმდინარე სეზონში არასდროს დამარცხებულა, როცა მოედანზე რაფაელ ვარანი და სერხიო რამოსი ერთად იყვნენ.

"რეალმა" მიმდინარე სეზონში სულ 2-ჯერ წააგო და აღნიშნულ მატჩებში ან ვარანი არ იყო, ან რამოსი: ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან წაგებულ მატჩში (0:3) მოედანზე ვარანი არ გასულა, ლა ლიგაში "მალიორკასთან" გამართულ შეხვედრაში (0:1) კი - რამოსი. ორივე შემთხვევაში ედერ მილიტაო თამაშობდა.

ამგვარად, რამოსსა და ვარანთან ერთან "რეალი" მიმდინარე 23 მატჩში არ დამარცხებულა. ევროპის მასშტაბით მეორე ადგილზე ვირჯილ ვან დეიკისა და ჯო გომესის წყვილია "ლივერპულიდან", მათთან ერთად "წითლებს"
20 თამაშში არ წაუგიათ. მესამე საპატიო ადგილს კი პსჟ-ის ცენტრალური დაცვის წყვილი - ტიაგო სილვა და პრესნელ კიმპემბე - იკავებს 17 წაუგებელი შეხვედრით.

altრაფაელ ვარანი: ჩემს წარმატებაში ეჭვი ეპარებოდათ, რადგან კეთილი ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული