გვარდიოლა: აზარი ტოპ-დონის ფეხბურთელი არაა, არამედ...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ საკუთარი აზრი გამოთქვა მადრიდის "რეალის" ბელგიელი შემტევის, ედენ აზარის შესახებ.

"თუ ის ცუდად თამაშობს, ეს ნიშნავს, რომ "რეალში" რაღაც რიგზე ვერაა, რადგან აზარი მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელია.

ის ტოპ-დონის ფეხბურთელი არაა, არამედ ერთი საფეხურით უფრო მაღლა დგას. რასაც ჩვენ ინგლისში ვხედავდით... ეს მსოფლიო დონეა. თუმცა, ყველამ იცის, თავიდან ადაპტაციაა საჭირო", - განაცხადა კატალონიელმა Post United-თან ინტერვიუში.

ედენ აზარი მადრიდის "რეალს" 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა
და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბელგიელმა ნოემბერში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის "რეალი" გვარდიოლას გაწვრთნილ "მანჩესტერ სიტის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული