საბჭოთა კომენტატორი: სსრკ-ის დროს ისეთი "კალბასი" იყო, სურნელი მთელ სახლში იფრქვეოდა, ახლა ხალხს რწმენა არ აქვს

AutoSharing Option
ძალიან ხშირად პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლებსა და სპორტთან დაკავშირებული პროფესიის მქონე ადამიანებს ნოსტალგიური განწყობები აქვთ.  მიზეზიც მარტივია, საბჭოთა სპორტი უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ყოფილი სსრ-ების დღევანდელი შედეგები და სწორედ ამ საკითხზე საუბრისას რუსმა კომენტატორმა ალეკსანდრ ელაგინმა საინტერესო პარალელი გააკეთა.

"ოქტომბრის დიდმა რევოლუციამ საბჭოთა კავშირი შექმნა. სსრკ-ში ძალიან ბევრი პრობლემა იყო, უამრავი ნეგატივი, თუმცა შესანიშნავი ამბების მთელი წყებაც.

საბჭოთა კავშირის დროს მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა უდიდესი წარმატებები თუნდაც ფეხბურთში. რატომ ხდებოდა ეს? რა იყო მთავარი? რასაც მე სსრკ-ში გამოვყოფდი, ეს სტაბილურობა
გახლდათ, ხალხი ხვალინდელ დღეში დარწმუნებული იყო.

არიან ჟურნალისტები, არის ხალხი, რომელსაც მემარცხენე პოლიტიკა არ მოსწონს და ლიბერალიზმს უჭერს მხარს. ისინი "კალბასებზე" (ძეხვი) საუბრობენ, რომ მხოლოდ ორი ტიპისა იყოო, ამას იხსენებენ.

თუმცა არ გვაინტერესებს, როგორი ძეხვი იყო? ბანაკში ვცხოვრობდი, კომუნალურ საცხოვრებელში. ხალხი საექიმო ძეხვს ყიდულობდა და ისეთი სურნელი ჰქონდა, მთელ სახლში იფრქვეოდა.

ახლა კი, ბატონებო, 125 ტიპის ძეხვია, თუმცა გემო არცერთს არ აქვს. სოსისები ხომ საერთოდ საშინელებაა, ხორციც - იგივე. ყველაფერი ისეთია, არანამდვილი. პომიდვრებსაც კი არ აქვს გემო და სურნელი.

ამის შემდეგ რაზე მელაპარაკებით? დღეს, რაც საზოგადოებას არ აქვს, ეს სწორედ ხვალინდელი დღის რწმენაა. ეს არის ის, რაც სპორტშიც გვაკლია და წარმატებაში გვიშლის ხელს", - განაცხადა ელაგინმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
ბაზარი არაა, ძეხვი და ნაყინი მართლა გემრიელი იყო საბჭოთა კავშირში
შაკო
17:01 19-02-2020
4
ელაგინის მიერ წაყვანილი პრემიერ ლიგის თამაშები ჯერ რენ ტვ-ზე, შემდეგ სხვა არხებზე 90-იანების ინგლისს ჩემპიონატს ცალკე ხიბლს მატებდა .
კამენევ-ზინოვიევი
16:47 19-02-2020
5

სიახლეები პოპულარული