საბჭოთა კომენტატორი: სსრკ-ის დროს ისეთი "კალბასი" იყო, სურნელი მთელ სახლში იფრქვეოდა, ახლა ხალხს რწმენა არ აქვს

AutoSharing Option
ძალიან ხშირად პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლებსა და სპორტთან დაკავშირებული პროფესიის მქონე ადამიანებს ნოსტალგიური განწყობები აქვთ.  მიზეზიც მარტივია, საბჭოთა სპორტი უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ყოფილი სსრ-ების დღევანდელი შედეგები და სწორედ ამ საკითხზე საუბრისას რუსმა კომენტატორმა ალეკსანდრ ელაგინმა საინტერესო პარალელი გააკეთა.

"ოქტომბრის დიდმა რევოლუციამ საბჭოთა კავშირი შექმნა. სსრკ-ში ძალიან ბევრი პრობლემა იყო, უამრავი ნეგატივი, თუმცა შესანიშნავი ამბების მთელი წყებაც.

საბჭოთა კავშირის დროს მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა უდიდესი წარმატებები თუნდაც ფეხბურთში. რატომ ხდებოდა ეს? რა იყო მთავარი? რასაც მე სსრკ-ში გამოვყოფდი, ეს სტაბილურობა
გახლდათ, ხალხი ხვალინდელ დღეში დარწმუნებული იყო.

არიან ჟურნალისტები, არის ხალხი, რომელსაც მემარცხენე პოლიტიკა არ მოსწონს და ლიბერალიზმს უჭერს მხარს. ისინი "კალბასებზე" (ძეხვი) საუბრობენ, რომ მხოლოდ ორი ტიპისა იყოო, ამას იხსენებენ.

თუმცა არ გვაინტერესებს, როგორი ძეხვი იყო? ბანაკში ვცხოვრობდი, კომუნალურ საცხოვრებელში. ხალხი საექიმო ძეხვს ყიდულობდა და ისეთი სურნელი ჰქონდა, მთელ სახლში იფრქვეოდა.

ახლა კი, ბატონებო, 125 ტიპის ძეხვია, თუმცა გემო არცერთს არ აქვს. სოსისები ხომ საერთოდ საშინელებაა, ხორციც - იგივე. ყველაფერი ისეთია, არანამდვილი. პომიდვრებსაც კი არ აქვს გემო და სურნელი.

ამის შემდეგ რაზე მელაპარაკებით? დღეს, რაც საზოგადოებას არ აქვს, ეს სწორედ ხვალინდელი დღის რწმენაა. ეს არის ის, რაც სპორტშიც გვაკლია და წარმატებაში გვიშლის ხელს", - განაცხადა ელაგინმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 19 /
რა არა მოდური და უხერხულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება კომუნიზმმა საბოლოოდ გლეხ და უბრალო ადამიანს ისეთი ცხოვრება მოუტანა მის დღეში რომ არ დასიზმრებია… უბრალოდ ფაქტია თორემ საბჭოთა კავშირს სულაც არ შევნატრი
მოქალაქე
19 თებერვალი 2020 12:24
14
აი როცა კომუნიზმს ეგეთი ცხოვრება მოჰქონდა გადახედე ამ ამერიკელ,გერმანელ, ავსტრალიელ და სხვა ქვეყნების გლეხებს როგორი საამური ცხოვრება ჰქონდათ და მერე იმ კომუნიზმში ნაცხოვრები გლეხის ცხოვრებას საამურს აღარ უწოდებ...
zura
19 თებერვალი 2020 13:45
22
მოქალაქევ, სანამ ის გლეხი (ჯერ გლეხი უკვე არასწორი ტერმინია) სანამ "ბედნიერი" გახდებოდა რამდენი ?000,000 (მილიონი) გლეხი გაწყვიტეს კომუნისტებმა? და მე2 - ნახეთ განვითარებული ქვეყნები და შეამჩნევთ რომ არჩევანი ახლაც დიდია და კომუნისტების დროსაც დიდი ჰქონდათ, თან არანკლებ ვინმეზე გემრიელი. ხო მართლა რატომ არავინ კითხულობს რატომ არ შედის რუსული ძეხვი ევროპის ბაზარზე? რა რუსებს ბლოკავენ? :) არა ბატონო - ნაგავია და იმიტომ. ხო მართლა, ქართულ ძეხვებზე საუბარი არ მაქვს :(
პასუხი მოქალაქეს
19 თებერვალი 2020 13:09
15
ყველა გამოხმაურება
სადოქტორო არა, საექიმო ჰქვია მაგ ძეხვს. ისე ვის აინტერესებს ამ ბოლშევიკის აზრები?! სპორტული თემები გამოგელიათ? ატყობთ რომ თქვენი ელ-გაზეთი უკან-უკან მიდის? ამდენი საინტერესო ამბავი ხდება მსოფლიო სპორტში. სპორტი მარტო ფეხბურთი არ არის.დაწერეთ კვალიფიციურად კალათბურთზე(ნბა, ჩემპიონთა ლიგა), კრივზე, რაგბიზე.ფორმულა1-ზე და ა.შ. აი მანდ არის განვითარების გზები და არა კომუნისტის ბოდვაში და იკარდის ცოლის თავგადასავლებში. აბა ჰე, დამბლოკეთ
გიორგი
19 თებერვალი 2020 12:16
24
+2
მე
19 თებერვალი 2020 23:03
2
კალბასის რა მოგახსენოტ მარა სამხედრო ტუშონკა ზეტიანიტ ახლაც მაქვს ნასტალგია
digela
19 თებერვალი 2020 13:06
11
ავტორს მინდა ვკითხო:რა გაძლევთ იმის საფუძველს იფიქროთ,რომ ერთი არაფრით გამორჩეული ყოფილი კომენტატორის,აშკარად ჩამორჩენილი და სუბიექტურად მოაზროვნე კომუნისტის ნაბოდვარი,თანამედროვე საქართველოში ვინმეს აინტერესებს?!გთხოვთ მიპასუხოდ!!!
Alex.F
19 თებერვალი 2020 13:45
34
მე ხაზგასმით ავღნიშნე რომ საბოლოოდ კომუნიზმმა გლეხებს კარგი ცხოვრება მოუტანა თქო და თავიდიან რითი დაიწყეს მაგის ლექციებს ნუ წამიკითხავთ, თქვენზე არანაკლებ კარგად ვიცი :) ვისაც არ მოგწონთ ეს აზრი, ისინი უცხოელების ცხოვრებით ნუ გამიბათილებთ, საქართველოს სოფლებს გადახედეთ, გლეხებს დაუგდეთ ყური და მერე მედავეთ….
მოქალაქე
19 თებერვალი 2020 14:08
15
კი როგორ არა, რაჭის ერთ სოფელში ელექტროენერგია 1964 წლამდე არ ყოფილა, დედაჩემისგან ვიცი და ამ დროს აბუაჩემი, ანუ მამამისი ბერლინშია ნამყოფი 1945 წელს, საბჭოთა ჯარისკაცად, იმ გერმანიაში სადაც ჯერ კიდევ 1936 წლისთვის სოფლეში შუქიც იყო, და ცხელი წყლის ინდივიდუალური სისტემაც. და ამ დროს დღემდე პოსტ-საბჭოთა გლეხობა სოფლებში გათბობა და ცხელი წყალი კია არა "უბორნიებში" დადიან და უნიტაზის არსებობა არ გაუგიათ ":))
saba
19 თებერვალი 2020 15:26
14
ბაზარი არაა, ძეხვი და ნაყინი მართლა გემრიელი იყო საბჭოთა კავშირში
შაკო
19 თებერვალი 2020 17:01
7
ძეხვი მოხვდა მაგას დინგში....
გრიშა
23 აპრილი 2020 18:27
0
ელაგინის მიერ წაყვანილი პრემიერ ლიგის თამაშები ჯერ რენ ტვ-ზე, შემდეგ სხვა არხებზე 90-იანების ინგლისს ჩემპიონატს ცალკე ხიბლს მატებდა .
კამენევ-ზინოვიევი
19 თებერვალი 2020 16:47
7
არ ყოფილა ეს საცოდავი საბჭოთა პერიოდში ხორცკომბინატში, თორემ საბჭოთა ძეხვს ცხოვრებაში არ შეჭამდა.მინიმუმ 3 კილომეტრში იგრძნობოდა ხორცკომბინატის აყროლებული სუნი.
მათე
19 თებერვალი 2020 12:01
32
რომელი თანამედროვე საქართველო გზავნილებით შევსებული ბიუჯეტი რომლის გამოგზავნა და შოვა ჩვენს დედებს და დებს ხშირად სიცოცხლის ფასადაც კი უჯდებად შეიძლება განათლებით ვართ წინ ან სოფლის მეურნეობა გვაქ საქებარი წარმოება ნული ერი ვართ მილევადი დაბოლოს თუ სადმე დედას შვილი დაუწყევლია ყველა პოლიტიკოსია.საბჭოთა პერიოდს როცა უკრიტიკებ ხალხს მაშვინ იმაზე უკეთ თუარა უარესად არუნდა აცხოვრო ასეა ეს და ხალხიც აღარ ტყუვდება.ეხლა კიდე ჯობია ისევ სპორტს დაუბრუნდეთ
zaza
19 თებერვალი 2020 15:56
11
აჰა, საბჭოთა კავშირში ყოფილა სტაბილურობის განცდა თურმე. კაცმა არ იცოდა ატომური ომი როდის დაიწყებოდა.
გაგა
19 თებერვალი 2020 16:42
13

სიახლეები პოპულარული