საბჭოთა კომენტატორი: სსრკ-ის დროს ისეთი "კალბასი" იყო, სურნელი მთელ სახლში იფრქვეოდა, ახლა ხალხს რწმენა არ აქვს

AutoSharing Option
ძალიან ხშირად პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლებსა და სპორტთან დაკავშირებული პროფესიის მქონე ადამიანებს ნოსტალგიური განწყობები აქვთ.  მიზეზიც მარტივია, საბჭოთა სპორტი უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ყოფილი სსრ-ების დღევანდელი შედეგები და სწორედ ამ საკითხზე საუბრისას რუსმა კომენტატორმა ალეკსანდრ ელაგინმა საინტერესო პარალელი გააკეთა.

"ოქტომბრის დიდმა რევოლუციამ საბჭოთა კავშირი შექმნა. სსრკ-ში ძალიან ბევრი პრობლემა იყო, უამრავი ნეგატივი, თუმცა შესანიშნავი ამბების მთელი წყებაც.

საბჭოთა კავშირის დროს მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა უდიდესი წარმატებები თუნდაც ფეხბურთში. რატომ ხდებოდა ეს? რა იყო მთავარი? რასაც მე სსრკ-ში გამოვყოფდი, ეს სტაბილურობა
გახლდათ, ხალხი ხვალინდელ დღეში დარწმუნებული იყო.

არიან ჟურნალისტები, არის ხალხი, რომელსაც მემარცხენე პოლიტიკა არ მოსწონს და ლიბერალიზმს უჭერს მხარს. ისინი "კალბასებზე" (ძეხვი) საუბრობენ, რომ მხოლოდ ორი ტიპისა იყოო, ამას იხსენებენ.

თუმცა არ გვაინტერესებს, როგორი ძეხვი იყო? ბანაკში ვცხოვრობდი, კომუნალურ საცხოვრებელში. ხალხი საექიმო ძეხვს ყიდულობდა და ისეთი სურნელი ჰქონდა, მთელ სახლში იფრქვეოდა.

ახლა კი, ბატონებო, 125 ტიპის ძეხვია, თუმცა გემო არცერთს არ აქვს. სოსისები ხომ საერთოდ საშინელებაა, ხორციც - იგივე. ყველაფერი ისეთია, არანამდვილი. პომიდვრებსაც კი არ აქვს გემო და სურნელი.

ამის შემდეგ რაზე მელაპარაკებით? დღეს, რაც საზოგადოებას არ აქვს, ეს სწორედ ხვალინდელი დღის რწმენაა. ეს არის ის, რაც სპორტშიც გვაკლია და წარმატებაში გვიშლის ხელს", - განაცხადა ელაგინმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 19 /
რა არა მოდური და უხერხულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება კომუნიზმმა საბოლოოდ გლეხ და უბრალო ადამიანს ისეთი ცხოვრება მოუტანა მის დღეში რომ არ დასიზმრებია… უბრალოდ ფაქტია თორემ საბჭოთა კავშირს სულაც არ შევნატრი
მოქალაქე
12:24 19-02-2020
14
სადოქტორო არა, საექიმო ჰქვია მაგ ძეხვს. ისე ვის აინტერესებს ამ ბოლშევიკის აზრები?! სპორტული თემები გამოგელიათ? ატყობთ რომ თქვენი ელ-გაზეთი უკან-უკან მიდის? ამდენი საინტერესო ამბავი ხდება მსოფლიო სპორტში. სპორტი მარტო ფეხბურთი არ არის.დაწერეთ კვალიფიციურად კალათბურთზე(ნბა, ჩემპიონთა ლიგა), კრივზე, რაგბიზე.ფორმულა1-ზე და ა.შ. აი მანდ არის განვითარების გზები და არა კომუნისტის ბოდვაში და იკარდის ცოლის თავგადასავლებში. აბა ჰე, დამბლოკეთ
გიორგი
12:16 19-02-2020
24

სიახლეები პოპულარული