ცნობილი ფრანგი მწვრთნელი არსენ ვენგერი, რომელიც უწინ ლონდონის "არსენალის" მწვრთნელი იყო, დღეს ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების მენეჯერია. არსენი დროდადრო საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამს მიმდინარე მოვლენებზე და ცდილობს, ფეხბურთი უკეთესობისაკენ შეცვალოს. ამჯერად ფრანგი ექსპერტი თამაშგარეს წესის ცვლილებას გვთავაზობს.
"გთავაზობთ, არ დავაფიქსიროთ თამაშგარე, თუ ფეხბურთელის სხეულის ნებისმიერი ნაწილი მცველების ხაზზეა; იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა ნაწილები ხაზის მეორე მხარესაა." - ციტირებს არსენს Sky Sports-ი.
ვენგერმა ასევე დაამატა, რომ მსგავსი კონცეფცია ძალიან გაუმარტივებდა მსაჯებს მუშაობას, რადგან მათ აღარ მოუწევთ მილიმეტრების გაზომვა თამაშგარეს შემოწმების დროს.