მარადონამ გაურკვეველი ნივთიერება პირდაპირ მატჩზე მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინაში დიეგო მარადონას მონაწილეობით ახალი სკანდალი მძვინვარებს. არგენტინის სუპერლიგის მე-20 ტურის ფარგლებში, "როსარიო სენტრალი" "ჰიმნასია და ესგრიმას" ხვდებოდა. სტუმრების მწვრთნელის ერთ-ერთმა დამხმარემ მთავარ მწვრთნელს პაკეტით რაღაც ფხვნილი მოუტანა. ამაზე ყურადღებას, ალბათ, არავინ გაამახვილებდა, მაგრამ ასისტენტები იმ წამსვე წამოხტნენ, რომ მარადონა კამერებისგან მოეფარებინათ.

აღსანიშნავია, რომ მარადონას გუნდმა 1:0 წააგო.

ნარკოტიკების გამოყენება დიეგომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, როცა "ბარსელონასა" და "ნაპოლის" ღირსებას იცავდა. 1991 წელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დიეგოს კოკაინის გამოყენების გამო დისკვალიფიკაცია მისცა.

მოგვიანებით, La Nacion-მა განაცხადა, რომ
ეს წნევის წამალი იყო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
დიეგო რამდენჯერ გაფრთხილებ და გევედრები, რომ დაანებო თავი ნარკოტიკებს, მაგრამ მიჯერებ?
მომჭერი ხო თავი საქვეყნოდ? შენი " ამაშია საქმე"
16:00 20-02-2020
0
დიეგო ნუ გვაბოლებ! არავითარი წნევის წამალი, ეტყობა შეატყვეს, რომ ლომკებში ვარდებოდა და სასწრაფოდ მიაშველეს ნარკოტიკი.
ამის მწვრთნელობა არ დაიშვას.
09:10 20-02-2020
0

სიახლეები პოპულარული