"ზენიტის" ფეხბურთელი: რუსეთის ნაკრები მძ....რი არ ვართ, უბრალოდ ჩავისვარეთ

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ნახევარმცველმა ოლეგ შატოვმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის გამონათქვამზე, რომლის თანახმადაც, მასთან ევრო 2016-ის მიმდინარეობისას რამდენიმე ფეხბურთელი მივიდა და ერთხმად წარმოთქვეს, რომ ისინი მძ...რი იყვნენ.

"რას ნიშნავს, რომ მძ...რი ვართ? მე ბავშვობიდან ვშრომობ, ეს სპორტი ავირჩიე და ადვილი გზა არ გამივლია. დიდი ძალისხმევა ჩავდე "ანჟიში", შემდეგ "ზენიტში" და ბოლოს რუსეთის ნაკრებში მოსახვედრად.

როგორ შემიძლია ვთქვა, რომ მძ...რი ვართ? არა, ჩვენ არა ვართ მძ...რი, უბრალოდ იმ ეტაპზე ჩავისვარეთ.

თუ მძ...რი ხარ, ვერასდროს ჩამოიბან. როცა ასეთ
კრახს განიცდი, შეგიძლია სწორი არჩევანი გააკეთო, დასკვნები გამოიტანო და სუფთა გონებით ახალი საქმეებისა და მიღწევებისკენ დაიძრა.

თუმცა, როცა გავიგე, "მძ...რი ვართ"... არ ვართ, არა. მე არ ვარ მძ...რი. ძალიან უსიამოვნო იყო ამის მოსმენა", - აღნიშნა შატოვმა.

ევრო 2016-ზე რუსეთის ნაკრებმა ჯგუფში 1 ქულა მოაგროვა და შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ შეძლო.

მომზადებულია matchtv-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან საინტერესო სტატიაა, ბევრი სხვა მძ...რი სტატიისგან განსხვავებით. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს მძ...რი სტატიაა, მაგრამ სინამდვილეში ეს მძ...რი სტატია არაა. როდესაც სტატია მძ...რია, მას ვერასდროს ჩამორეცხავ. ეს სტატია კი სულაც არ არის მძ...რი.
ოლეგ შატოძე
02:35 22-02-2020
1
ხვიჩა კომპლექსები გაქვს რამე?ვიგაც რუსმა რაგაც ... თქვა მაგას რა გაწერიებს
L.J.
18:42 21-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული