ლიონელ მესის არგენტინის პერონისტი პრეზიდენტის ჯაშუშები უთვალთვალებდნენ

AutoSharing Option
არგენტინის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე როდოლფო კორალმა დაიწყო გამოძიება ლიონელ მესის მიმართ სავარაუდო ჯაშუშობის საქმეზე, რომელშიც ეჭვმიტანილი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, პერონისტი მაურისიო მაკრი გახლავთ.

Marca-ს მიხედვით, "ბარსას" ფორვარდი 60 ადამიანისაგან შემდგარ სიაში იყო, რომელიც არგენტინის ფედერალური საგადასახადო სამსახურისა და მიგრაციის საკითხთა მართვის სააგენტოში ინახებოდა.

გამოძიებამ უნდა გამოარკვიოს, ჯდებოდა თუ არა აღნიშნული მოქმედება კანონის ფარგლებში.

ივარაუდება, რომ უკანონო თვალთვალის ობიექტები იყვნენ: 50 ფედერალური მოსამართლე, 5 ფედერალური პროკურორი, 9 მსხვილი ბიზნესმენი და რამდენიმე მინისტრი და დეპუტატი.

გამოძიება მხოლოდ 2020 წელს დაიწყო, არადა, 2
წლის წინ  La Nacion-ის ჟურნალისტი კარლოს პანი წერდა, რომ მესის "პანამის დოსიესთან" კავშირის გამო უთვალთვალებდნენ. ამ დოსიეში ინახება კომპანია Mossack Fonseca-ს დოკუმენტები. თავად კომპანია Mossack Fonseca-ს კი, უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში უამრავი ბიზნესი აქვს დარეგისტრირებული ოფშორულ ზონებში.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული