ტიერი ანრი: სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიოცნებებ "არსენალის" მწვრთნელობაზე

AutoSharing Option
ბრიტანულ Evening Standard-თან საუბარში ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ ლონდონის "არსენალის" გაწვრთნაზე ოცნებობს.

"დიახ, მე ნამდვილად ვოცნებობ, რომ "არსენალის" მთავარი მწვრთნელი გავხდე. ასევე ვოცნებობ, მთელი მოედანი გავირბინო და ულამაზესი სლემ-დანქი გავაკეთო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოცნება ამიხდება. თუმცა "არსენალის" გაწვრთნაზე იქამდე ვიოცნებებ, სანამ ცოცხალი ვიქნები".

ანრი "არსენალში" 1999 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა. ფრანგი თავდამსხმელი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მან 337 მატჩში 228 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში ანრიმ "მეთოფეებს" ორჯერ მოაგებინა პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

2018 წლის ოქტომბრიდან ის
"მონაკოს" მთავარი მწვრთნელი იყო, თუმცა 20 მატჩიდან მხოლოდ 4-ჯერ მოაგებინა გუნდს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. ამჟამად "მონრეალ იმფექთის" თავკაცია და კონტრაქტი გუნდთან 2021 წლამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული