არსენ ვენგერი: ის "არსენალმა" მოამზადა, "ბაიერნმა" კი მოგვპარა...

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კომენტარი გააკეთა მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბ სერჟ გნაბრის შესახებ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ჩელსის" წინააღმდეგ გასვლაზე მოგებულ მატჩში (3:0) დუბლი შეასრულა.

"ამ ბიჭის შესაძლებლობებს რეალური საზღვრები არ აქვს. საქმე იმაშია, თუ რამდენადაა მზად მძიმე შრომისათვის. გნაბრის სისწრაფე, ძალა, ტექნიკა, გონება აქვს, თუმცა ზოგჯერ იოლ გზას ეძებს. ამაში იყო მისი პრობლემა.

"ვესტ ბრომვიჩში" გავუშვი, თუმცა ამან საერთოდ არ იმუშავა. გულწრფელად რომ გითხრათ, მასთან შეთანხმება გვქონდა და ჩემი ხედვით, "ბაიერნმა" ის მოგვპარა.

სერჟი კარგი ფეხბურთელია. მას
აქვს ინდივიდუალური და გუნდური ფეხბურთისთვის საჭირო თვისებები.

ის კარგი იყო, ჩვენ მოვამზადეთ გნაბრი და ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გვინდოდა. გვეგონა, რომ დარჩებოდა", - აღნიშნა ვენგერმა.

მომზადებულია beIN Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამაზეა ნათქვამი: კაცი რომ ბერდებაო...
ბმბ
15:09 26-02-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული