ბელარუსი აღარ ხუმრობს - ბულგარეთს სოფიაში დუბლებით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსმა, ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის დამარცხების (1:0) შემდეგ, სტუმრად ბულგარეთთან გამართა სპარინგი და 1:0 მოუგო.

ბელარუსებმა ლეგიონერების და წამყვანი ფეხბურთელების გარეშე ითამაშეს, მწვრთნელმა მარხელმა შანსი ახალგაზრდებს მისცა და მათ თავი არ შეურცხვენიათ.

გოლი სოლიგორსკის "შახტიორის" 21 წლის ნახევარმცველმა პოდსტრელოვმა გაიტანა - ეს ეროვნულ გუნდში მისი პირველი გოლია.

სოფია. "ვასილ ლევსკი". 250 მაყურებელი
ბულგარეთი - ბელარუსი 0:1
გოლი: პოდსტრელოვი (15)

ბელარუსი: ხატკევიჩი, კარპოვიჩი (ვაგერია 90+3), პოზნიაკი, შვეცოვი, კორზუნი, სტეპანოვი, იაბლონსკი, იუზეპჩუკი (შევჩენკო 60, ვოლკოვი
78), პოდსტრელოვი, კლიმოვიჩი, ლისაკოვიჩი (პეჩენინი 69)

მკითხველის კომენტარები / 15 /
დისლაიკის ავტორებმა შეეშვით ფეხბურთს ან გაახილეთ თვალები. ბოლო ადგილზე გავიდა ბულგარეთი "გენიოსებო".
პორტა
14:29 27-02-2020
0
ბულგარეთია სუსტი.
პორტა
05:28 27-02-2020
3

სიახლეები პოპულარული