ბელარუსი აღარ ხუმრობს - ბულგარეთს სოფიაში დუბლებით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსმა, ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის დამარცხების (1:0) შემდეგ, სტუმრად ბულგარეთთან გამართა სპარინგი და 1:0 მოუგო.

ბელარუსებმა ლეგიონერების და წამყვანი ფეხბურთელების გარეშე ითამაშეს, მწვრთნელმა მარხელმა შანსი ახალგაზრდებს მისცა და მათ თავი არ შეურცხვენიათ.

გოლი სოლიგორსკის "შახტიორის" 21 წლის ნახევარმცველმა პოდსტრელოვმა გაიტანა - ეს ეროვნულ გუნდში მისი პირველი გოლია.

სოფია. "ვასილ ლევსკი". 250 მაყურებელი
ბულგარეთი - ბელარუსი 0:1
გოლი: პოდსტრელოვი (15)

ბელარუსი: ხატკევიჩი, კარპოვიჩი (ვაგერია 90+3), პოზნიაკი, შვეცოვი, კორზუნი, სტეპანოვი, იაბლონსკი, იუზეპჩუკი (შევჩენკო 60, ვოლკოვი
78), პოდსტრელოვი, კლიმოვიჩი, ლისაკოვიჩი (პეჩენინი 69)

მკითხველის კომენტარები / 15 /
დისლაიკის ავტორებმა შეეშვით ფეხბურთს ან გაახილეთ თვალები. ბოლო ადგილზე გავიდა ბულგარეთი "გენიოსებო".
პორტა
27 თებერვალი 2020 14:29
0
ბულგარეთია სუსტი.
პორტა
27 თებერვალი 2020 05:28
3
აუფფ! 250 მაყურებელი დაესწროო ლევსკიზეო.მოველაპარაკოთ უზბეკებს ვეთამაშოთ ამხანაგური.გავიგებთ მაინც რა დონეზეა მაკრები ერთი თვით ადრე ოფიციალურ თამაშამდე მაგრამ მაგის ტვინი ვინ მისცა მწვრთნელებს ამგვარი ტესტის ჩატატებისა...
სერ ფერგიუსონი. სერ!
26 თებერვალი 2020 23:41
14
ნუ გეშინიათ - ჩვენთან დუბლებით არ ითამაშებენ! ;)
www
26 თებერვალი 2020 23:41
5
ჩამოაღწიონ ერთი და ისეთი უნდა გავეხუმროთ მეორე არ მოუნდეთ ))) პ.ს ბულგარეთი ისეთ მაგარ ფორმაშია ბალაკოვი ბერბატოვი ბიოჟინოვი ორივე პეტროვი ტრიფონ ივანოვი და სტოიჩკოვი ერთათ ყავდა მარა რას მოუგებდა ამხელა ბელარუსიას )))
1111
26 თებერვალი 2020 23:34
4
ქართველ ფეხბურთელებს მოტივაცია არ სჭირდებათ ყველამ მშვენივრად იცის რომ კარიერის მატჩს ატარებენ და რამხელა მნიშვნელობის შეხვედრაც არის მთავარია ყველა წამყავანი ფეხბურთელი იყოს მზად და კარგ ფორმაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ!
გიორგი
26 თებერვალი 2020 23:32
1
ეხ იმედია ტყუილად არ ვნერვიულობთ, როგორც დაიწერა კორონას გამო შეიძლება ევრო 2020 და ოლიმპიადაც კი შეიძლება ჩაიშალოს.
Kkk
26 თებერვალი 2020 23:04
6
ბულგარელები რა სრული სასტავით იქნებოდნენ? ბელარუსების დუბლებმა მოუგო ბულგარეთის დუბლებს.
გოგა
26 თებერვალი 2020 23:03
3
ნოდო იქნებ დააკონკრეტო მე რა უნდა ჩამეწყო?
იაგო
26 თებერვალი 2020 22:55
4
ხო არ გადაობთ ხალხნო ამ თამაშინ თუ მაგათი უნდა შეგვეშინდეს და რავი.მინიმუმ 3-ს გავუტანს და მეორე მაგდენს დავპირდებით
bacho
26 თებერვალი 2020 22:40
2

სიახლეები პოპულარული