ბელარუსი აღარ ხუმრობს - ბულგარეთს სოფიაში დუბლებით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსმა, ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის დამარცხების (1:0) შემდეგ, სტუმრად ბულგარეთთან გამართა სპარინგი და 1:0 მოუგო.

ბელარუსებმა ლეგიონერების და წამყვანი ფეხბურთელების გარეშე ითამაშეს, მწვრთნელმა მარხელმა შანსი ახალგაზრდებს მისცა და მათ თავი არ შეურცხვენიათ.

გოლი სოლიგორსკის "შახტიორის" 21 წლის ნახევარმცველმა პოდსტრელოვმა გაიტანა - ეს ეროვნულ გუნდში მისი პირველი გოლია.

სოფია. "ვასილ ლევსკი". 250 მაყურებელი
ბულგარეთი - ბელარუსი 0:1
გოლი: პოდსტრელოვი (15)

ბელარუსი: ხატკევიჩი, კარპოვიჩი (ვაგერია 90+3), პოზნიაკი, შვეცოვი, კორზუნი, სტეპანოვი, იაბლონსკი, იუზეპჩუკი (შევჩენკო 60, ვოლკოვი
78), პოდსტრელოვი, კლიმოვიჩი, ლისაკოვიჩი (პეჩენინი 69)

მკითხველის კომენტარები / 15 /
მაგარი კერეკეტი დაცვა ყავთ, უკლასო და უხეში.. პირველი გოლი უნდა გავიტანოთ და მერე ამოვავსებთ, მატა ღმერთმა ნუ ქნას და თუ კონტრშეტევა გაგვეპარაააა...
შხამიანი
26 თებერვალი 2020 22:31
4
ორივე სპარიონგი ჩააწყვეს ბელორუსებმა რომ ფეხბურთელები სასოწარკვეთისგან იხსნან და იმედი ჩააუსახონ. თბილისში ეგენი ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას დრიბლინგებს გაუძლებენ? ან ყაზაიშვილის და საბა ლობჟანიძის ტექნიკას როგორ დაუდგებიან?! პირველივე ტაიმში 5-6 ყვითელს აიკრავენ და წითელიც მოუწევთ პირველში თუარა მეორე ტაიმში მაინც
იაგო
26 თებერვალი 2020 21:56
12
გაყიდე სახლი და დადე მეტ ბარათზე ან წითელზე დაგიშალა ვინმემ? ჩაგეწყო მერე შენც
ნოდო
26 თებერვალი 2020 22:43
3
ეს უკვე სერიოზულია. ნუთუ ბულგარეთი ძირითადით იყო?
ჰაჰა
26 თებერვალი 2020 21:36
13
კი, სტოიჩკოვიც თამაშობდა :)
გრიშო
26 თებერვალი 2020 23:07
1

სიახლეები პოპულარული