"ინტერ მაიამის" ერთ-ერთი მფლობელი და ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს.
"თუ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპიდან ვარსკვლავებს მოვიწვევთ. ჩვენ მესისთან და რონალდოსთან აქტიურ კონტაქტზე ვართ და როგორც სხვა ნებისმიერ გუნდს, ჩვენც ვოცნებობთ მათ გაერთიანებას. "ინტერ მაიამი" კარგად დაკომპლექტდა და სადებიუტო სეზონში ნორმალურ შედეგებს ველოდებით. თუმცა ჩვენ გუნდის გაძლიერებას ყოველთვის ვეცდებით." - ციტირებს ბექჰემს El Mundo Deportivo.
ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესისა და რონალდოს გარდა, გუნდი იმუშავებს ედინსონ კავანისა და ლუკა მოდრიჩის ტრანსფერზე.
აღსანიშნავია, რომ
2 მარტს, მლს-ის ფარგლებში, "ინტერ მაიამი" "ლოს ანჯელესთან" გასვლით მატჩს გამართავს და ეს კლუბის დებიუტი იქნება.