La Nazione-ის ცნობით, სერია C-ს ფეხბურთელი ვირუსით დაინფიცირდა.
"პიანეზეს" 22 წლის ფეხბურთელმა გასულ კვირას მატჩი მაღალი სიცხის და შეუძლოდ ყოფნის გამო გამოტოვა.
ამის შემდეგ მან გადაწყვიტა საკუთარი თავის იზოლაცია საზოგადოებისგან და უკვე შემდეგ ექიმსაც გაესინჯა. აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელს კორონავირუსი ჰქონდა. ის საავადმყოფოში მოათავსეს. ამჟამად მისი ჯანმრთელობა სტაბილურია და თავს უკეთ გრძნობს.
შეგახსენებთ, იტალია ვირუსის გავრცელების მე-4 უმსხვილესი კერაა. 453 ადამიანს შეხვდა კორონავირუსი, ხოლო 12 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.