კორონავირუსმა პირველი ფეხბურთელი იმსხვერპლა

AutoSharing Option
საერთაშორისო სატელევიზიო კომპანია CGTN-ის "ტვიტერის" გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ირანელი ქალი ფეხბურთელი ილხამ შეიხი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.

არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ მსოფლიო სპორტის სამყაროში ეს პირველი შემთხვევაა, როცა გავრცელებულ ვირუსს პროფესიონალი სპორტსმენი შეეწირა.

23 წლის გოგონა ვირუსს 10 დღის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რავი მაგ გოგომ ვიდეო ჩაწერა რომ ცოცხალია, დავუჯეროთ? :))
ირაკლი
21:37 02-03-2020
0

სიახლეები პოპულარული