CIES Football Observatory-ს კვლევის ცენტრი 5 საუკეთესო ეროვნული ჩემპიონატის (ლა ლიგა, პრემიერლიგა, სერია A, ლიგა 1, ბუნდესლიგა) იმ ფეხბურთელების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებმაც შეტევის გენერირება ისე შეძლეს, რომ გუნდმა გოლი გაიტანა.
აშკარა შეტევად კვლევის ცენტრმა ჩათვალა მომენტი, რომელიც დასრულდა მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლით ან ახლო მანძილიდან კარში დარტყმით. ამ მაჩვენებლით საუკეთესო უკანასკნელ 5 წელიწადში კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი აღმოჩნდა, რომელმაც 158 აშკარა შეტევა შექმნა.
მეორე ადგილი ლიონელის თანამემამულემ, ანხელ დი მარიამ დაიკავა, რომელმაც 109 აშკარა შეტევის შექმნა მოახერხა.
მესამე ადგილზე ბელგიელი კევინ
დე ბრუინი 94 შეტევით განთავსდა.
ტურინის "იუვენტუსის" შემტევი კრიშტიანო რონალდო 33-ე ადგილს დასჯერდა. მან უკანასკნელ 5 წელიწადში მხოლოდ 46 აშკარა შეტევა დააგენერირა.