უგო გატი: მესი ყოფილი ფეხბურთელივით გამოიყურება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე უგო გატი "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის დიდი კრიტიკოსია და კლასიკოში მისი თამაში, რა თქმა უნდა, უარყოფითად შეაფასა.

"მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ დიდ თამაშებში თავს ვერ წარმოაჩენს. მოწყენილი სახე აქვს და თანაგუნდელებს წინ ვერ მიუძღვის.

ლეო ყოფილი ფეხბურთელივით გამოიყურება. "ბარსელონამ" საზიზღრად ითამაშა", - განაცხადა გატიმ El Chiringuito-სთან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს ფრაზები რას ნიშნავს "არ მივიღებთ", "არ გავუტარებთ".. რამე სექტაა და არ ვიცი?:))) რას ნიშნავს, რომ იგებს გატრუნულები არიან? ტოპ დონის ფეხბურთელი რომ ხარ, მარცხის დროს უნდა გაკრიტიკონ, აბა მოგების დროს ისედაც ხომ ვიცით, რომ ძლიერია.. აქ იმიტომ მივმართე მესის ფანებს, რომ კომენტარებს გადავხედე და მაგათგან მოდის აგრესია, ესეიგი მე თუ მესი გავაკრიტიკე "მშურს", ან გულის სიღრმეში მომწონს და არ ვიძახი და რაღაც სისულეეებს... არ ვიძახი კი არა, ფეხბურთი თუ უყვარს ადამიანს, მესის და რონალდოც თამაშიც უნდა მოსწონდეს. ჩემთვის ორივე უმაღლესი დონის ფეხბურთელია და კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ რომელიმე რომელიმეს სჯობია... რამდენი არგუმენტიც არ უნდა მომიყვანონ, რომ ერთი მეორეს სჯობია, ორ იმდენ არგუმენტს მოვუყვან, რომ არ სჯობია... მოკლედ არ გვინდა ფეხბურთელების გამო ერთმანერთის შეურაცხყოფა, მჯობნზე მჯობნი არ დაილევა და უბრალოდ დავტკბეთ მათი თამაშით:) წარმატებას გისურვებთ..
2
არ მოგწონთ მესი? რატომ არ ეშვებით და არ დაანებებთ თავს? როგორც არ მიყვარს რეალი და ასევე როლანდო თავისი იუვეთი, არ ვუყურებ იმიტომ, რომ ნამდვილად არ მაინტერესებს მაგათი თამაშები. ასე იყავით თქვენც რაღას იკლავთ თავებს? თქვენი საქციელები საპირისპიროს გიმტკიცებთ, რომ გაინტერესებთ მესის ყურება.
ყველას გასაგონად. ბარსა მესი
22:17 03-03-2020
3

სიახლეები პოპულარული