მოგეხსენებათ, აშშ-ში სტარტი აიღო MLS-მა. "ატლანტა იუნაიტედი" სტუმრად ეწვია "ნეშვილს" და 2:1 მოუგო.
მეორე ტაიმის დამატებით დროში უცნაური ეპიზოდი მოხდა. მასპინძლების მეკარეს ამერიკელი ნოიერობა მოუნდა და მოედნის ცენტრში ამოვიდა. მან, ასევე, მოწინააღმდეგეს კონტრშეტევა ჩაუშალა, თუმცა, დამეთანხმებით, ეს ნოიერზე უარესად მოუვიდა.
მეკარემ პირველ ჯერზე ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო მეორედ მოწინააღმდეგის დარტყმული, არც მეტი, არც ნაკლები, მოედნის ცენტრში ხელით მოიგერია. არანაკლებ უცნაური იყო მსაჯის გადაწყვეტილება, რომელმაც კიპერი შეიწყნარა და ყვითელი ბარათი მისცა.