ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანო რონალდოს დედა დოლორეში დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
65 წლის ქალმა ინსულტი გადაიტანა. ინფორმაციას A Bola ავრცელებს. დროულმა სამედიცინო ჩარევამ დოლორეში ჯანმრთელობის გაუარესებისგან დაიცვა. თუმცა რონალდოს დედას მკურნალობა და ყურადღება დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ თუ არ მოხდებოდა ოპერატიული ჩარევა, დალორეშს მეტყველება დაერღვეოდა ან პარალიზებული გახდებოდა.
რონალდოს ყოფილმა კლუბმა "სპორტინგმა" დედას გამოჯანმრთელება უსურვა.
კორონავირუსი ლივერპულს უტევს, მესი რონალდოს ჯობია - 28-29 თებერვლის მიმოხილვა [VIDEO]
კრიშტიანო რონალდო: "იუვენტუსი" დარწმუნებულია, რომ 1/4-ფინალში ითამაშებს