რონალდოს დედამ ინსულტი გადაიტანა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანო რონალდოს დედა დოლორეში დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

65 წლის ქალმა ინსულტი გადაიტანა. ინფორმაციას A Bola ავრცელებს. დროულმა სამედიცინო ჩარევამ დოლორეში ჯანმრთელობის გაუარესებისგან დაიცვა. თუმცა რონალდოს დედას მკურნალობა და ყურადღება დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ თუ არ მოხდებოდა ოპერატიული ჩარევა, დალორეშს მეტყველება დაერღვეოდა ან პარალიზებული გახდებოდა.

რონალდოს ყოფილმა კლუბმა "სპორტინგმა" დედას გამოჯანმრთელება უსურვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საწყალი ეს ქალი, რასაც Თავისი Შვილის სატრფოების და საცოლეების გულისთვის ნერვიულობს, კიდევ კარგად არის
: )))))))
19:42 03-03-2020
0
რონალდოს ფანებისგან განსხვავებით, (რომლებიც ვერ იტანენ მესის) როლანდოს დედას გამოჯამრთელებას ვუსურვებთ! ეს ოხერი დავაადება ნაცნობია ჩემი ოჯახისთვის
ბარსა მესი.
20:00 04-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული