უეფა ჩემპიონთა ლიგის ზაფხულის ანალოგს 2021 წლისთვის გეგმავს

AutoSharing Option
უეფა ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის მსგავს ტურნირს გეგმავს, რომელიც 2021 წლისთვის უკვე ამუშავდება. 

შეჯიბრების ორგანიზება იგეგმება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ბაზაზე, რომელიც 2013 წლიდან ყოველ წელს ტარდება. ტურნირს კომპანია Relevent Sport-ი ჩაატარებს. ასევე, ამ პროექტში ის იქნება უეფას ძირითადი პარტნიორი. Daily Mail-ის ცნობით, შეჯიბრებაში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და როგორც ჩემპიონთა ლიგაზეა, აქაც ჯგუფური ეტაპი და შემდეგ უკვე პლე- ოფის მატჩები გაიმართება. 

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისგან განსხვავებით, უეფას სურს, რომ ამ ჩემპიონატს სერიოზული პრიორიტეტი მიენიჭოს და გუნდები არა მოთელვითი, არამედ ოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდნენ.
Relevent Sport-ი და უეფა 8-წლიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს. ტურნირი ამერიკაში ჩატარდება, თუმცა, საჭიროებისამებრ, გამორიცხული არაა, რომ აზიაშიც ჩატარდეს. დროთა განმავლობაში სამხრეთამერიკული გრანდებიც ჩაერთვებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ ეს ტოტალიზატორები რას არ იგონებენ, რომ რაც შეიძლება ბევრი თამაში ჩატარდეს. სულ არ ფიქრობენ ფეხბურთელი გაუძლებს ამდენ დატვიირთვას, თუ ვერ გაუძლებს.
მთავარია ფული!
გადაიღალე? გადაიწვი? დალიე ცივი წყალი და მოგეშვება.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
17:50 05-03-2020
0

სიახლეები პოპულარული