ტოპ 5 ბრაზილიელი, ვინც იმედები ვერ გაამართლა

AutoSharing Option
ბრაზილია ფეხბურთის ტალანტების ნამდვილი სამჭედლოა. ქვეყნის კულტურა, რელიგია, იდეა და მისწრაფება, გადატანით მნიშვნელობით, ფეხბურთია. რამდენიმე ათეული წელია ბრაზილიელი ფეხბურთელები თავიანთი ოსტატობით, ცრუ მოძრაობებითა და ბურთის ფლობის ტექნიკით სამყაროს აოცებენ. თითქმის უკლებლივ თითოეული მათგანი უხვად არის დაჯილდოებული ნიჭით, თუმცა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ნიჭი და შრომა ერთმანეთს შეუთავსონ და ფეხბურთის ისეთ ხატებად იქცნენ, როგორიცაა პელე, რონალდო, რივალდო და რომარიო. ჩვენ დღეს მოგიყვებით იმ 5 ფეხბურთელზე, რომელთა ნიჭი შესაძლოა უსაზღვრო იყო, თუმცა შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათი ტალანტის უკუპროპორციული აღმოჩნდა: ტოპ 5 ბრაზილიელი იმედგაცრუება.

5. რობინიო

Sportall.Ge
როცა რობიონიმ პირველად დაიწყო "სანტოსის" მაისურით სისტემატიური თამაში, ჯერ კიდევ მაშინ, ბრაზილიელმა გულშემატკივარმა ის ახალ პელედ შერაცხა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს იდეა მოეწონა და დაიჯერა, რომ უკვე პატარა ასაკში ის ერთ-ერთი დიდებული ფეხბურთელი იყო. 

სიტუაცია ნელ-ნელა შეიცვალა, როცა რობინიო მადრიდის "რეალში" აღმოჩნდა. არადა, პირველ სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

მეორე სეზონიდან კი ეტაპობრივი დაღმასვლა დაეწყო. ის თავის ფიზიკურ განვითარებას ყურადღებას არ აქცევდა და ფიქრობდა, რომ წარმატებული ფეხბურთის საიდუმლო მომაჯადოებელ დრიბლინგსა და ცრუმოძრაობებში იყო. 

თუმცა ეს გულგრილი დამოკიდებულება ყველგან ხელს უშლიდა, სადაც არ უნდა ეთამაშა. მოგვიანებით, რობინიოსგან ის დარჩა, რაც ახალგაზრდობის დროს იყო - იმედები და დიდი ტალანტის ჩანასახი. საბოლოოდ, მან ნამდვილად ვერ გაამართლა ის მოლოდინები, რასაც მასზე ამყარებდნენ. 

4. ალეშანდრე პატო

Sportall.Ge
ალეშანდრო, ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში, იმდენად პროდუქტიული იყო, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 

ბრაზილელმა გულშემატკივარმა ის ლეგენდარულ რონალდოს შეადარა. 2007 წელს ის იტალიურმა "მილანმა" შეიძინა. მაშინ "მილანელები" ფიქრობდნენ, რომ პატოს სახით მათ მომავალი კაკა ჰყავდათ. 

მიუხედავად იმისა, რომ პატომ თავდაპირველად ეფექტურად დაიწყო თამაში, მან ვერასდროს მიაღწია ისეთ დონეს, რომელსაც მისგან გულშემატკივარი ელოდა. 

შემდეგ ალეშანდრომ განვითარებას, ეგზოტიკურ ქვეყნებში მაღალ ხელფასზე თამაში ამჯობინა, რითაც ყველა იმედი დაასამარა. 

3. ადრიანო

Sportall.Ge
ადრიანოს ამბავი ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია. როცა ის "ინტერში" გადავიდა, ყველა უნარი გააჩნდა, რომ რონალდოზე დიდი ფეხბურთელი დამდგარიყო. თუმცა "ინტერში" გადასვლიდან მალევე, ადრიანოს მამა გარდაიცვალა, ამ შემთხვევამ კი მისი ცხოვრება 360 გრადუსით უკუღმა დაატრიალა. მას შემდეგ ნეგატივის ჭაობში დაიწყო ჩაძირვა, რომლიდანაც დღესაც კი ვერ გათავისუფლდა. 

თუმცა მისი გამტყუნება სწორი არ იქნება. არავინ იცის მსგავს ტრაგედიაზე ვის როგორი რეაქცია ექნებოდა. 

2. რონალდინიო

Sportall.Ge
ის რომ რონალდინიო ყველადროის ერთ-ერთი ნიჭიერი ფეხბურთელია არავინ დაობს. მისი მიღწევები ამ იდეას სერიოზულად ამყარებს. თუმცა რონალდინიოს შეეძლო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გამხდარიყო, მაგრამ მან მარტივი გზა აირჩია. 

2005 წელს ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, მან პრაქტიკულად შეწყვიტა განვითარება. რონალდინიოს აღარ ადარდებდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფხბურთელი ყოფილიყო. მილიონობით ადამიანი ელოდა, რომ ერთ დღეს ის ძველებურად ათამაშდებოდა და მოტივაცია დაუბრუნდებოდა, თუმცა ეს დღე აღასდროს დადგა. 

1.

Sportall.Ge

მორიგი მაგალითი ბრაზილიელი უნიჭიერესი ფეხბურთელის, რომლის კარიერა არ შეესაბამება მოლოდინსა და მის საფეხბურთო უნარებს. ნეიმარი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია საკუთარი კარიერის რეაბილიტაცია, თუმცა საკმაოდ ხშირად ის არასწორ არჩევანს აკეთებს.

უკანაკსნელი ორი წელი მოწმობს იმას, რომ ნეიმარიც ნაცვლად ნიჭის განვითარებისა, ყურადღებას მაღალ შემოსავალს და არც თუ დიდი პერსპექტივის გუნდს ანიჭებს უპირატესობას. ეს ისტორია ბევრი ბრაზილიელისთვის ნაცნობია...
მკითხველის კომენტარები / 34 /
აქ რონალდინიო რაპონტში შეიყვანეთ ტიპმა რაც ითამაშა ხო ითამაშა???? და დალშე აღარ უნდოდა თამაშიი... რონალდინიომ აიღო და მოიგო მსოფლიო ოლიმპიადა ლიგა სუპერთასი საუკეთესო ფეხბურთელი ოქროს ბურთი ბუცი და ასე შემდეგ 4 წელიწადში ყველაფერი მოიგო და დარჩა უმოტივაციოდ.... ასე რომ ავტორ შეცდომაში შეგყავს საზოგადოება...აი ნეიმარი,ადრიანო,პატო და დალშე სილ სხვა საკითხია...და ის რომ ჯადოქარმა მოტივაცია დაკარგა სულ სხვა საკითხია უბრალოდ კონკურენტიც კი არ ყავდა...
შავი კაცი
05 დეკემბერი 2022 12:45
1
იმედები ვერ გაამართლა კი არა სულ რაღაც 2-3 წელიწადში ყველაფერი აიღო რაც ფეხბურთელს შეეძლო მიეღწია კარიერაში...
შავი კაცი
05 დეკემბერი 2022 13:06
0
ამხ.ა.კ!ნამდვილი გენიოსი ხარ.ეხლა ჩომოთვალე ქართველი ფეხბურთელებიდან ვინ ვერ გაამართლა.
დ.დ.
08 მარტი 2020 02:15
0
რა არ მოგწონთ სტატიის.ნეიმარს რომ უნდა დაეწყო განვითარება და ასულიყო დიდების კვარცხბეკზე მაშინ გაიქცა პსჟ ში და უკვე დამთავრდა მაგის ფეხბურთი.რონალდინიო იყო გენია მაგის გულისთვის დავიწყე ბარსას ბალეშჩიკობა მაგრამ მაგ გაგრძელდა ორი სამი წელი და მერე დაიკიდა დაიწყო ქალები გულავი დალევა მიტო გაუშვეს ბარსადან.მსოფლიოს რაც შეეხება 2002ში ფორმაში იყო მაგრამ მაშინ რივალდო და რონალდო იყო ლიდერები და 2006კი ვნახეთ რაც მოხდა აი მაშინ უნდა დაემტკიცებინა მაგრამ დაამთავრა.არადა როარ დაეკიდებია წარმოიდგინეთ ტიპმა სამ ოთხ წელში რაც გააკეთა მაშინ 26 წლის იყო სულ მცირე ხუთი წელი უნდა ეთამაშა უმაღლეს დონეზე.მიტომ წერია სიმართლე
თემური
08 მარტი 2020 00:31
1
რონალდინიომ ვერ გაამართლა? ყველა დროის საუკეთესო სანახაობრივი ფეხბურთელია.
რაგბის ფანი
07 მარტი 2020 21:40
1
ხოდა ამაშია საქმე, ყველა დროის საუკეთესო უნდა ყოფილიყო, პოტენციალი ქონდა, თორემ შედარებითია ყველაფერი, ასე რონალდინიოზე ვლაპარაკობთ, რომ მეტი გვინდოდა, კუტინიოზე კი არა...
levani
07 მარტი 2020 23:29
0
ver xart sagh azrze kaci msoplios chempioni msoplios sauketeso pecburteli sad iyo yvelgan kvali datova da ar shemdgario ..
kaxa
07 მარტი 2020 21:04
1
იმას გავს, ფრანგებმა რომ დაწერონ მბაპემ და ზიდანმა ვერ გაამართლესო. სტატიაა რომ გლიჯავს.
321
07 მარტი 2020 19:48
1
და მითხარით ერთი რა დაწერეს არასწორად?
ემზარ დუისბურგი
07 მარტი 2020 21:15
2
ნეიმარს ჯერ მთელი დრო აქვს. ისე, თუ გგონიათ, რომ ყველამ კრიშტიანოზე მაგრად ან მის დონეზე უნდა ითამაშოს მაინცდამაინც ცდებით, მესიც ვეღარ თამაშობს მასე. რონის შემცვლელები დიდი ხანი არ იქნებიან კიდე.
ika
07 მარტი 2020 19:44
6
კრისტინას დონეზე მესი ვერ თამაშობს თუ პირიქით? უყურე მესის პოზიციას მოედანზე, ბურთი მოაქვს, მომენტს იქმნის და იტანს. კრისტინა რას აკეთებს? პენლებს ურტყავს. და ნეიმარი რო ბარსადან არ წასულიყო და განვითარება გაეგრძელებინა მაგ თქვენ პენოს არაფრით ჩამოუვარდებოდა თუ არ აჯობებდა
a.a.
08 მარტი 2020 06:05
2
მართალია! პელეც შეიყვანეთ ბარემ და ეგაა.
იკა
07 მარტი 2020 19:40
1
ნეიმარზე და რონალდინიოზე არ უნდა დაგეწერათ. მასე რონალდოს ჩემპიონთA ლიგა არასოდეს მოუგია, მარა არ დაგიწერიათ. რონალდოზე უკეთესები არიან ნეიმარიც და რონიც. 2 რივემ მოიგო ლიგა.
321
07 მარტი 2020 19:38
1
ჩემპიონთა ლიგის მოგებით არ განისაზღვრება ფეხბურთელის სიმაგრე, კრისტიან კარემბუს ტიტულებზე იოცნებებს ნებისმიერი ფეხბურთელი, მაგრამ დაინახე სადმე ებრწყინოს? ბრაზილიელებს ერთი პრობლემა აქვთ, ფულის გამო იკიდებენ ნიჭს. ოსკარი ვისზე ნაკლები იყო, მაგრამ ჩინეთი და ფული არჩია. ნეიმარიც ასამარებს საკუთარ ნიჭს საკუთარივე ხელით, ფული აქვს და სულ არ აინტერესებს ითამაშებს თუ არა.
321-ს
08 მარტი 2020 19:32
1
ადრიანო 360 გრადუსით თუ დატრიალდა ისევ ისეთი მაგარი უნდა ყოფილიყო დატრიალების შემდეგ. ალბათ 180 გრადუსს გულისხმობდით :P
V
07 მარტი 2020 18:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული