დღეს, 8 მარტის დილით არგენტინის სუპერლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში ბუენოს აირესის "ბოკა ხუნიორსმა" საკუთარ მოედანზე "ხიმნასია ლა პლატა", ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი 34-ედ გახდა.
გამარჯვებისა და ჩემპიონობის მომტანი გოლი მატჩის 72-ე წუთზე "ბოკას" 36 წლის ფორვარდმა კარლოს ტევესმა გაიტანა. კარლიტომ უკანასკნელ 6 შეხვედრაში 6-ჯერ გამოიჩინა თავი.
თუმცა, შეხვედრის ყველაზე "პოპულარული" მომენტი კარლოს ტევესისა და დიეგო მარადონას ტუჩებში კოცნა გახდა, როცა გამარჯვებით გახარებულმა ერთმანეთისს თბილად მოეხვივნენ.