მოსკოვური კლუბებისთვის მერის ბრძანება განმსაზღვრელი არაა - ფანების დასწრების საკითხს თავად გადაწყვეტენ

AutoSharing Option
როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" აცხადებს, რუსული პრემიერლიგის მოსკოვური კლუბები თავიანთი შეხვედრების ჩატარებასა და მათზე გულშემატკივართა დასწრების საკითხს თავად გადაწყვეტენ.

როგორც გამოცემას აღნიშნულ საკითხებში კარგად გარკვეულმა პირმა უთხრა, კლუბები, როგორც ღონისძიებათა ორგანიზატორები, განსაზღვრავენ, თუ ვინ შეუშვან სტადიონზე და ვინ არა, იმასაც, საერთოდ შეუშვან თუ არა ვინმე.

დღეს, 11 მარტის დილით, მოსკოვის მერმა გამოსცა ბრძანება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის დედაქალაქში ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება აიკრძალა, რომელსაც 5000-ზე მეტი ადამიანი ესწრება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული