85-ე წუთზე მინდორზე დაცემულ ფეხბურთელს სტუმრების გუნდის მოთამაშემ ფეხი ჰკრა, რამაც კონფლიქტი გამოიწვია. ფეხბურთელების გარდა, მონაწილეობა მიიღეს მწვრთნელებმაც.
მსაჯები 10 წუთი ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალებას. ამ პერიოდში რეფერიმ ფეხბურთელებს 8 წითელი ბარათი აჩვენა (4-4 გუნდზე). ორი მათგანი სათადარიგო სკამზე მყოფმა მოთამაშეებმა მიიღეს.