არგენტინის ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდა

AutoSharing Option
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ჩემპიონატის დასრულება ოფიციალურად დაადასტურა.

ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, ზემოხსენებული გადაწყვეტილება ქვეყნის ყველა დივიზიონს ეხება. შემდეგი სეზონი 2021 წლის იანვრიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ არცერთი გუნდი არ გავარდება რანგით დაბალ შესაბამის დივიზიონში, ხოლო ამჟამინდელი ადგილები შენარჩუნდება და გუნდები ამ პრინციპით იასპარეზებენ ლიბერტადორესის თასზე.

დავამატებთ, რომ ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტში პირველი ადგილი 48 ქულით "ბოკა ხუნიორსს" ჰქონდა, ხოლო მეორე ადგილზე "რივერ პლეიტი" 47 ქულით იყო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული