რონალდოს გარეშე - ილქაი გიუნდოგანმა მსოფლიოს ტოპ-3 ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" გერმანელმა ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დასმულ შეკითხვაზე, თუ რომელია მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელი, ცოტათი მოულოდნელი პასუხი გასცა.

"საუკეთესო მესია, მეორე დე ბრუინია, ხოლო მესამე - კილიან მბაპე", - დაწერა გერმანელმა.

აღსანიშნავია, რომ გიუნდოგანმა სამეულში არც 5-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელი კრიშტიანო რონალდო შეიყვანა და არც "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი, რომელსაც გასულ წელს "ოქროს ბურთის" მოგებამდე ცოტა დააკლდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
იცის ბიჭმა ვინ უნდა დაასახელოს და ვინ არა!
ასეა
13:40 18-03-2020
6
მისი თავის შეყვანასაც ველოდი ტოპ 3 ში სათაურიდან გამომდინარე.
Bravo
23:12 17-03-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული