შოტლანდიური "ჰართსი" ჩემპიონატის შეჩერების გამო კლუბის თანამშრომლებსა და ფეხბურთელებს აპრილიდან ანაზღაურებას 50%-ით შეუმცირებს.
შოტლანდიის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეჩერდა და "ჰართსი" იძილებულია, ეს ნაბიჯი გადადგას.
კლუბის მფლობელმა ენ ბაჯმა განაცხადა, რომ მატჩების გადადების გამო დაახლოებით 1 მილიონ ფუნტს იზარალებენ და ვინც გასამრჯელოს შემცირებას არ დათანხმდება, შეუძლია კონტრაქტი გაწყვიტოს და წავიდეს.
30 ტურის შემდეგ ედინბურგული გუნდი პრემიერლიგაში უკანასკნელ, მე-12 ადგილზეა.
30 ტურის შემდეგ ედინბურგული გუნდი პრემიერლიგაში უკანასკნელ, მე-12 ადგილზეა.