დღეს, 18 მაისს, შოტლანდიაში სეზონი ვადაზე ადრე დაასრულეს. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია კორონავირუსის პანდემიასთან.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ჩემპიონი "სელტიკი" გახდა, რომელმაც ზედიზედ უკვე მე-9-ედ მოიგო ჩემპიონატი. მეორე ადგილზე სტივენ ჯერარდის "რეინჯერსი" გავიდა, ხოლო მესამეს "მაზერვილი" დაეუფლა.
ასევე, ვინაიდან ყველა გუნდს თანაბარი რაოდენობის მატჩები ჰქონდა ჩატარებული, ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ ბოლოადგილოსანი "ჰართსი" ქვედა დივიზიონში დააქვეითა.