არი: რუსეთში ქალები შენთვის ყველაფერს გააკეთებენ

AutoSharing Option
"კრასნოდარის" 34 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა არიმ, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რუს გოგონებზე ისაუბრა.

"მოსკოვში კონცენტრაცია დავკარგე. რუსეთში 1 მამაკაცზე 10 ქალი მოდის. ხანდახან სასეირნოდ გავდიოდი. ალკოჰოლური სასმელი? არა, ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ქალები...

რუსეთში ქალები შენთვის ყველაფერს გააკეთებენ? აქ მნიშვნელობა იმას აქვს, ფული გაქვს თუ არა. ღამის ბარში თუ კარგად ხარ ჩაცმული და მაგიდაზე შამპანურია, ქალები თვითონ გეხვევიან. ერთ ენაზე ლაპარაკი საჭირო არც არის. განსაკუთრებით მოსკოვში.

რუსეთში ბევრია კარგი ქალი - გულკეთილები. ალბათ, მათ არ მოსწონთ სხვა
გოგონების საქციელი. უბრალოდ დისკოთეკაზე ან "შოპინგზე" ვერ შეხვდები ისეთს, რომელზეც დაქორწინება მოგინდება. კრასნოდარში უკეთესი სიტუაციაა, უფრო პატარა ქალაქია. პლუს, მოსკოვში გოგონას შევხვდი, რომელიც ცოლად შევირთე და მასთან ერთად კრასნოდარში გადავედი", - ციტირებს არის ჟურნალისტი რაიან სანტოსი "იუთუბის" არხზე.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული