"ყოჩაღი" ჰალკი - ყოფილი მეუღლის დისშვილზე დაქორწინდა...

AutoSharing Option
რას არ გაიგებს კაცი, მაგრამ ასეთს...

ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკი მეუღლესთან გაშორებიდან 8 თვის შემდეგ ისევ დაქორწინდა.

ჰალკმა, რომელიც ამჟამად ჩინეთის "შანხაი სიპგში" ბურთაობს, ცოლად თავისი ყოფილი მეუღლის დისშვილი, კამილა მოიყვანა, ეს გასაოცარი ამბავი სოციალური ქსელით იუწყა და სურათიც გამოაქვეყნა.

ფორვარდი თავის ყოფილ მეუღლეს, ირან სოუზას გასული წლის ზაფხულში გასცილდა, რომელთანაც 12 წელი იცხოვრა და 3 შვილი ჰყავს - 2 საერთო და 1 ნაშვილები.

მეუღლესთან გაშორებიდან 3 თვის შემდეგ მან გაამხილა, რომ კამილასთან ურთიერთობა აქვს, ახლა კი ცოლადაც მოიყვანა.

კამილა კორონავირუსის
გამო ჯერჯერობით ჩინეთში ჩასვლას ვერ ახერხებს, მაგრამ სიყვარულს წინ რა დაუდგება?

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
გადაუარა ცოლოურს :)) ხთფუი
4
გული მერევა ესეთებზე.ფუი .ეს და გიგზმა რო გააკეთა კიდე როგორ უნდა არსებობდნენ ესეთი მდაბიო სულის არსებები არ მესმის.
თემური
11:47 22-03-2020
6

სიახლეები პოპულარული