აქ მაინც ითამაშოს: მარკო ასენსიომ FIFA-ს ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ FIFA 20-ში ლა ლიგის კლუბების ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა.

ფინალში ასენსიომ "ლეგანესის" ფეხბურთელი აიტორ რუიბალი 4:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელი სერხი რობერტო ტურნირიდან EA-სა და Konami-სთან კონფლიქტის გამო მოიხსნა. 

ტურნირი 20-დან 22 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. ჩემპიონატზე შემოსული თანხა - 141 ათასი ევრო კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული