ლეგენდარული თურქი სპეციალისტი ფათიჰ თერიმი, რომელიც ამჟამად "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია, 66 წლის ასაკში კორონავირუსით დაინფიცირდა.
"ჩემი დღეს ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, მე კორონავირუსი მაქვს.
ახლა საავადმყოფოში ვიმყოფები, საიმედო ხელში ვარ. არ იდარდოთ ჩემზე", - დაწერა თერიმმა "ტვიტერზე".
სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ფათიჰ თერიმი არაერთხელ ედგა სათავეში "გალათასარაისა" და თურქეთის ნაკრებს. თურქი სპეციალისტი "მილანისა" და "ფიორენტინას" მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა.