კორონავირუსის გამო "მარაკანას" ფუნქცია შეუცვალეს

AutoSharing Option
CNN-ის მიხედვით, ლეგენდარული სტადიონი "მარაკანა", რომელიც რიო-დე-ჟანეიროში მდებარეობს, გადაკეთდა საველე ჰოსპიტლად, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს განკურნავენ.

არენა "ფლამენგოს" საშინაო სტადიონია. "მარაკანაზე" ჩატარდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი; ასევე, მიმდინარეობდა ოლიმპიადა 2016 და სხვა მრავალი სპორტული ღონისძიება.

შეგახსენებთ, ბრაზილიაში, ისევე, როგორც დანარჩენ ქვეყნებში (გამონაკლისის გარდა), ყველანაირი სპორტული ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა არ ქნას და შეიძლება ჩვენც დაგვჭირდეს რომელიმე სტადიონის გადაკეთება და ჯობია ახლავე შეიმუშაონ გეგმა.
დათო
12:53 26-03-2020
4

სიახლეები პოპულარული