სოლიგორსკის "შახტიორის" ფორვარდმა, ლაშა შინდაგორიძისა და გეგა დიასამიძის თანაგუნდელმა, ავსტრიელმა დარკო ბოდულმა Kronen Zeitung-თან ბელარუსის პრეზიდენტ ალეკსანდრ ლუკაშენკოზე ისაუბრა.
"ლიგის დაწყების შესახებ გაგებული ახალი ამბავი ჩვენთვის ძლიერი დარტყმა იყო. ეს გამაოგნებელია. ფეხბურთელები, როგორც ბელარუსის დანარჩენი მოსახლეობა, ვუყურებთ ახალ ამბებს, იმას, თუ რა ხდება ევროპაში. თუმცა ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია.
რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას დიდი ბოსის როლის თამაში უყვარს. საბედნიეროდ, ხალხი მის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს. განსაკუთრებული ზომების გარეშეც, ადამიანები ქუჩებში ნაკლებად დადიან. მოხუც ხალხს საერთოდ ვერ ვხედავ".
მოგეხსენებათ, ბელარუსის
პრემიერლიგა ევროპაში ერთადერთი მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატია.