"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა

AutoSharing Option
ნიდერლანდური გამოცემა De Gelderlander-ის ინფორმაციით, არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი კეს ბაკერი 76 წლის ასაკში კორონავირუსის ინფექციის შედეგად გარდაიცვალა.

ყოფილი ბოსი გუშინ, 25 მარტის საღამოს გარდაიცვალა. საავადმყოფოში კი ბაკერი შაბათს, 21 მარტს გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ აქამდე კესი ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა.

ბაკერი "ვიტესის" სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2016 წელს კი კლუბის "პრეზიდენტი" გახდა, თუმცა მომდევნო წელს ეს პოსტი დატოვა. კლუბში მისვლამდე, კეს ბაკერი არნემის პოლიციის უფროსი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ