უკრაინის მეორე ლიგის როვნოს "ვერესის" სტადიონ "ავანგარდის" ტრიბუნა ჩამოინგრა.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გასულ პარასკევს არენის ნაწილის დემონტაჟი დაიწყეს, რადგან თავის დროზე უხარისხოდ იყო აშენებული და რეკონსტრუქციას საჭიროებს.
სამუშაოები ამ კვირაში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ერთ-ერთი ტრიბუნა თავისით ჩამოინგრა. ახლა პროექტის ავტორები დამატებით შეისწავლიან ნაგებობის პრობლემურ ნაწილს და რეკონსტრუქციის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.