პელე: მეფე ერთია მხოლოდ - ჩემმა მშობლებმა საწარმო დაკეტეს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პელემ თავის კარიერაზე მოკლე კომენტარი გააკეთა და ადრე ნათქვამი გაიმეორა.

"მეფე ერთია მხოლოდ. პელე ყველაზე უკეთესი იყო. თუ გინდათ სიმართლე მოისმინოთ, მე გეტყვით: "ჩემმა მშობლებმა საწარმო დაკეტეს".

პელე ერთია და არასოდეს განმეორდება", - განუცხადა პელემ Pilhado "იუთუბის" არხს.

პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მან კარიერაში 1 283 გოლი გაიტანა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
Eg golebi sad gagaq xoaqvs mnishvneloba? Armitxrat exla yvela nakrebshio. Ronaldum madridis realshi chatarebul 438 matchshi 450 goli gaitana, es daujerebeli cifria, mitumetes saertod argaxlavt es kaci ampluit tavdasxmeli. Santosshi da madridos realshi gatanili da gindat barsashi erti da igivea xalxo?
Milani
11:27 29-03-2020
0
ამ ხალხის გამკვირვებია, ჯერ ერთი, პელეს, პირველს არ უთქვამს მეფე ვარო, სპორტულმა სამყარომ გამოარჩია და აღიარა, მეორეც, კაცმა 1200-ზე მეტი გოლი შეაგდო, ჩვიდმეტი წლის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და იმ პატარა ბიჭის წვლილი 1958 წლის ბრაზილიელების ტრიუმფში უდიდესი იყო,ისევე როგორც 1970 წელის გამარჯვებაში (იტალიასთან, ფინალში ოთხიდან, 2 საგოლე პასი, თანაც როგორი და ერთი გოლი). 16 წლიდან კარიერის ბოლომდე უმაღლეს დონეზე თამაშობდა, განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ე.წ. "კაცური ფეხბურთის" პირობებში მოუწია თამაშმა, როცა ფეხებში ჩარტყმა ფაქტიურად არც ისჯებოდა, ნახეთ 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რა უქნეს პორტუგალიელებმა და მიხვდებით რატომ არ შეიძლება, იმ პერიოდის ფეხბურთელების დღევანდელებთან შედარება, რომლებთან ოდნავი განზრახ უხეშობაც ყვითელი ბარათით ისჯება. პელე ან მარადონა, რომ დღეს თამაშობდნენ, ასეთი მსაჯობის პირობებში, მესი და რონალდო მათი კონკურენტი ნადვილად ვერ იქნება.
და მთავარი, მეგობრებო არ შეიძლება მოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის ხარისხი და გატანილი გოლები შევადაროთ ესპანეთის ან იტალიის ჩემიონატზე, თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეულ შედეგებს, ვინაიდან სხვადასხვა წონითი კატეგორიაა.
goga
12:53 27-03-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული