INSIDE GLOBAL-მა კორონავირუსით დაავადებულთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც სერია A-ს 6 ფეხბურთელია, ხოლო დაცვაში 3 ვალენსიელია.
გამოცემამ სურვილი გამოთქვა, რომ "კორონელთა გუნდმა" მეტი "ტრანსფერი" არ განახორციელოს.
მეკარე: მარკო სპორტიელო (ატალანტა)
მცველები: დანიელე რუგანი (იუვენტუსი), ელიაკიმ მანგალა, ესეკიელ გარაი, ხოსე გაია (ყველა ვალენსია)
ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი), მარუან ფელაინი (შანდუნ ლუნენი), პატრიკ კუტრონე (ფიორენტინა)
თავდამსხმელები: პაულო დიბალა (იუვენტუსი), მანოლო გაბიადინი (სამპდორია), კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი)
მწვრთნელი: მიკელ არტეტა (არსენალი)