INSIDE GLOBAL-მა კორონავირუსით დაინფიცირებულთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა

AutoSharing Option
INSIDE GLOBAL-მა კორონავირუსით დაავადებულთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც სერია A-ს 6 ფეხბურთელია, ხოლო დაცვაში 3 ვალენსიელია.

გამოცემამ სურვილი გამოთქვა, რომ "კორონელთა გუნდმა" მეტი "ტრანსფერი" არ განახორციელოს.

მეკარე: მარკო სპორტიელო (ატალანტა)

მცველები: დანიელე რუგანი (იუვენტუსი), ელიაკიმ მანგალა, ესეკიელ გარაი, ხოსე გაია (ყველა ვალენსია)

ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი), მარუან ფელაინი (შანდუნ ლუნენი), პატრიკ კუტრონე (ფიორენტინა)

თავდამსხმელები: პაულო დიბალა (იუვენტუსი), მანოლო გაბიადინი (სამპდორია), კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა (არსენალი)