ზაგრების "დინამომ" მწვრთნელები გაათავისუფლა

AutoSharing Option
ზაგრების "დინამოს" პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კლუბმა მწვრთნელის 6 დამხმარე მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ამ უკანასკნელებმა არ მოისურვეს ხელფასების შემცირებაზე დათანხმება.

საუბარია რენე პომსზე, ნინო ბულეზე, სილვია კავლინზე, მარტინ მაიერზე, კარლო რაინჰოოლდსა და იასმინ ოსმანოვიჩზე. მწვრთნელებმა უარი თქვეს შემცირებულ ხელფასზე, რაც გუნდიდან გარიცხვის ფასად დაუჯდათ.

ხორვატიის ჩემპიონატი, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ჩემპიონატები, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. ზაგრების "დინამო" სატურნირო ცხრილის ლიდერი 65 ქულით არის.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული