"ლივერპულის" ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგერის აზრით, თავდამსხმელი რონალდო "რეალიდან" "იუვენტუსში" იმისათვის გადავიდა, რათა "ბარსელონას" ფორვარდ ლეო მესის ყურადღება საკუთარ თავზე გადაეტანა.
"ვფიქრობ, ის სწორედ ამ მიზეზით გადავიდა. მას ესმის, რომ მუდამ ისე უყურებდნენ, როგორც მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელს.
თითქოს რონალდო მესის საპირისპიროს აკეთებს და ცდილობს საკუთარი თავი ცოტა სხვანაირად წარმოსახოს.
მისმინეთ, არ ვთვლი, რომ რადგან ფრანკო ბარეზიმ და პაოლო მალდინიმ მთელი კარიერა "მილანში" გაატარეს, უფრო დაბალი დონის მცველები გახდნენ.
ამიტომ არასოდეს არ შევიცვლი შეხედულებას მესიზე იმის გამო, რომ არასოდეს არ
დაუტოვებია "ბარსელონა". საერთოდ რატომ უნდა წახვიდე "ბარსადან"?", - განუცხადა კარაგერმა CaughtOffside-ს.