კარაგერი: რონალდოს ესმის, რომ მუდამ ისე უყურებდნენ, როგორც მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგერის აზრით, თავდამსხმელი რონალდო "რეალიდან" "იუვენტუსში" იმისათვის გადავიდა, რათა "ბარსელონას" ფორვარდ ლეო მესის ყურადღება საკუთარ თავზე გადაეტანა.

"ვფიქრობ, ის სწორედ ამ მიზეზით გადავიდა. მას ესმის, რომ მუდამ ისე უყურებდნენ, როგორც მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელს.

თითქოს რონალდო მესის საპირისპიროს აკეთებს და ცდილობს საკუთარი თავი ცოტა სხვანაირად წარმოსახოს.

მისმინეთ, არ ვთვლი, რომ რადგან ფრანკო ბარეზიმ და პაოლო მალდინიმ მთელი კარიერა "მილანში" გაატარეს, უფრო დაბალი დონის მცველები გახდნენ.

ამიტომ არასოდეს არ შევიცვლი შეხედულებას მესიზე იმის გამო, რომ არასოდეს არ
დაუტოვებია "ბარსელონა". საერთოდ რატომ უნდა წახვიდე "ბარსადან"?", - განუცხადა კარაგერმა CaughtOffside-ს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბარსას ქომაგი ვარ, ლეო მესის ვაღმერთებ, მაგრამ თუ ფეხბურთი გესმის და გიყვარს, რონალდო როგორ შეიძლება რო გეზიზღებოდეს? კარაგერი საერთოდ რონალდოზე რო ლაპარაკობს, ფიქრობს მაიინც რა დონის ფეხბურთელს ეხება? მე პირადად ინიესტა და ჩავი რო წავიდა ფეხბურთიდან , მაშინვე ვთქვი რო დიდი ფეხბურთელები ჩაბარდნენ წარსულს თქო, და ეხლა მესი და რონალდოც რო წავლენ, აი მართლა მოსაწყენი გახდება ყველაფერი , იმიტომ რო დღეს ყველა კარაგერივით დარბის უაზროდ , გაურკვევლად, ქაოსურად, რაც რათქმაუბდა მოსაბეზრებელი იქნება მაგათი ყურება.// ასე რომ მოკეტე რა კარაგერი ხარ ვინცა ხარ ! ჯეიმი ვიცი რომ ვერ წავიკითხავ ამ ყველაფერს , სამწუხაროდ!!!
Vasili
15:37 28-03-2020
0
ეჰ ჯემია რაც შენ და შენი ლივერპული მაგას ნათურები გავხართ...ჰაჰ
პიტი
10:19 28-03-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული