ჟირინოვსკი: ლუკაშენკო სამყაროს დასცინის, ყველა სტადიონზეა, თვითონ ჰოკეის თამაშობს

AutoSharing Option
რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ბელარუსის პრეზიდენტი ალეკსანდრ ლუკაშენკო გააკრიტიკა.

"ლუკაშენკო მთელ პლანეტას დასცინის. ყველგან მკაცრი ზომები მიიღეს, სპორტული ღონისძიებები გააუქმეს, ყველა ქვეყანაში ცდილობენ, რომ ხალხი სახლში დარჩეს, ბელარუსი კი ქუჩებში დასეირნობ, ყველა სტადიონზეა, თავად ლუკაშენკო კი ჰოკეის თამაშობს.

უკვე რამდენიმე ათეული ადამიანი დაინფიცირებული, შემდეგ ასეულობით იქნება, მერე ათასობით...

ასე არ შეიძლება ალეკსანდრ გრიგორის ძევ. ისე გამოდის, თითქოს მთელი პლანეტი სულელია და მხოლოდ თქვენ ბრძანდებით ჭკვიანი. ბოლოს და ბოლოს, დამშვიდდით,"- დაწერა ჟირინოვსკიმ საკუთარ "ტელეგრამ" გვერდზე.

ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსით 94 ადამიანია დაინფიცირებული.

მკითხველის კომენტარები / 8 /
და რუსეთიც ეგრე არახართ? ყოველთვის იმის საწინააღმდეგოს აკეთებთ რასაც სხვები აკეთებენ. ყოველთვისს.
კოტე
05:54 31-03-2020
2
ხედაავთ ხალხო ?? ჟირინოვსკი უფრო წუნდახედული და გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე პრეზიდენტი ლუკაშენკო...
Vasili
14:30 30-03-2020
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული