კოლოსკოვი: ბელარუსის ჩემპიონატი პორნოგრაფიაა - რატომ აჩვენებენ?

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა "Матч ТВ" ბელარუსის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებისათვის გააკრიტიკა.

"თუ ქვეყანაში კარანტინი არ არის, ვირუსით კი ერთეულებია დაინფიცირებული, რატომ არ უნდა გააგრძელონ სეზონი? ეს ქვეყანა იზოლირებულია და საერთო სიტუაციაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

სხვებს რატომ უნდა მიბაძონ? თუ შესაძლებლობა აქვთ, დაე, ითამაშონ. რაც უნდა იყოს, ბელარუსი რუსეთივით დიდი ქვეყანა არაა. ეს კომპაქტური სახელმწიფოა.

მე სხვა რამ მანცვიფრებს - "Матч ТВ"-მ ბელარუსის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების უფლება შეიძინა. პარასკევს ორი შეხვედრის ყურებას შევეცადე. ეს რაღაც პორნოგრაფიაა, სისულელე.
არც მაყურებელი, არც ოსტატობა, არაფერი არ არის. ჩვენ კი ცენტრალური ტელევიზიით ვაჩვენებთ", - განუცხადა კოლოსკოვმა "RT"-ს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ კორონას გადაურჩნენ ჩვენთან სათამაშოდ საუკეთესო ფორმაში იქნებიან. იქნებ ჩვენი ნაკრებიც გადაეყვანათ კარანტინში და ვარჯიში დაეწყოთ?
gujakakhadze
13:26 30-03-2020
0
ჩვენი ფეხბურთელები ყველა ცდილობს ტექნოკურ და ლამაზ ფეხბურთისი თამაშს, შესაბამისად ყველა მაჩი გვაქ ლამაზი ფინტები თუ კომბინაციები. ბელორუსები კი რობოტებივით თამაშობენ, რა სტილია კაციშვილმა არ იცის. ცოტა ხანი და ვერ ვუყურე თამაშებს.
გოგა
10:17 30-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული