რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა "Матч ТВ" ბელარუსის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებისათვის გააკრიტიკა.
"თუ ქვეყანაში კარანტინი არ არის, ვირუსით კი ერთეულებია დაინფიცირებული, რატომ არ უნდა გააგრძელონ სეზონი? ეს ქვეყანა იზოლირებულია და საერთო სიტუაციაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.
სხვებს რატომ უნდა მიბაძონ? თუ შესაძლებლობა აქვთ, დაე, ითამაშონ. რაც უნდა იყოს, ბელარუსი რუსეთივით დიდი ქვეყანა არაა. ეს კომპაქტური სახელმწიფოა.
მე სხვა რამ მანცვიფრებს - "Матч ТВ"-მ ბელარუსის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების უფლება შეიძინა. პარასკევს ორი შეხვედრის ყურებას შევეცადე. ეს რაღაც პორნოგრაფიაა, სისულელე.