წიტაიშვილი: თვითიზოლაციის წესს ვიცავ, თუმცა კიევში კარანტინი არც იგრძნობა

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა კლუბის საიტთან იმაზე ისაუბრა, თუ რას აკეთებს კარანტინისას.

"კარანტინი ნორმალურად მიდის, პროგრამის მიხედვით ვვარჯიშობ. თვითიზოლაციის ყველა წესს ვიცავ. სახლიდან მხოლოდ მაშინ გავდივარ, როდესაც უნდა ვირბინო და იშვიათად პროდუქტებისთვის. თავისუფალ დროს ფილმებს ვუყურებ, სერიალებს, კომპიუტერზე Counter-Strike-ს ვთამაშობ, ფსიქოლოგიაზე ჯენ სინსეროს წიგნს ვკითხულობ.

ასევე, დროს მშობლებთან ვატარებ, რომლებიც ჩემთან სტუმრად არიან; მეგობარ გოგონასთან და ძაღლთან ერთად ვსეირნობ. ბიგლი მყავს, "ბანდიტი" დავარქვი. ბუნებრივია, გარეთ პირბადეებით გავდივართ და საპნით სისტემატურად ვიბანთ ხელებს. თუმცა, ხანდახან გეჩვენება, რომ ჩვენთან კარანტინი არც
არის: ქალაქში ბევრი ხალხია, გზებზე კი - საცობები.

"დინამოში" კარანტინი 5 აპრილამდეა, მაგრამ, ალბათ, 24-მდე არაფერი არ შეიცვლება, ვინაიდან უკრაინაში სწორედ ამ რიცხვამდეა კარანტინი გამოცხადებული. ვიდრე სიტუაცია სტაბილური არ გახდება, ჩემპიონატის განახლება არ შეიძლება. ჯობია მოვითმინოთ და შემდეგ ვითამაშოთ, მაყურებლების თანდასწრებით.

მართალი გითხრათ, საქართველოს გარდა, თითქმის არასოდეს არსად არ მიმოგზაურია. ახლა, როდესაც გოგონა მყავს, ზღვაზე იქნება საჭირო წასვლა (იცინის). ზამთარში საქართველოში ერთად ვიყავით, იქ ყველაფერი ვაჩვენე, მშობლები და ნათესავები გავაცანი. შემდეგ დუბაიში გავფრინდით - ეს პირველი ქვეყანა იყო, სადაც შვებულება გავატარე. აქამდე კიევში ვრჩებოდი და ვვარჯიშობდი. ჩემი გოგონასთვის საქართველო საინტერესო იყო და ჩემთვისაც საინტერესო იქნება მისი ნათესავების გაცნობა. მისი მშობლები კიევში ცხოვრობენ, ხოლო ბებია და ბაბუა - დონეცკის მახლობლად სოფელში. როდესაც შესაძლებლობა გვექნება, აუცილებლად მოვინახულებთ.

ჩემი საყვარელი ქართული საჭმელი? ხინკალი, მაგრამ მე ნახევრად ქართველი ვარ და ამიტომ ძალიან მიყვარს უკრაინული სამზარეულო. როდესაც მომენატრებოდა, დედა ბორშს მიმზადებდა. ხინკალი კი ჩემს გოგონას ძალიან მოეწონა. კვებას ვცდილობ, ყურადღება მივაქციო, ჩემი მამა ძალიან მკაცრია, თავად ფეხბურთელი იყო. როდესაც პურის ზედმეტ ნაჭერს სუფრიდან ვიღებ, ყოველთვის შემომხედავს - ჯობია დავუჯერო, თორემ ზედმეტი წონის დასაგდებად 40 წუთი სირბილს მაიძულებს. თუმცა, ზედმეტი წონის პრობლემა არასოდეს მქონია".


მკითხველის კომენტარები / 5 /
ისე მამა თუ ესეთი მკაცრი ყავს ვერ უთხრა საქართველოზე ერთი ორი სიტყვა??მარა იმასაც მაგრად კიდია და მაგიტო აჭმევს 'ბორშს'...ბორჯღალი კი მიუხატია ხელზე კაი პატრიოტივით
0
რა არაფრისმთქმელი სახე, აქვს. არცაა გასაკვირი - სამშობლო რა არის, ეგეც არ იცის ტიპმა. უკრსინელი ვარო . რაღა ეგ და რაღა მიშა.
ჯეკო
07:45 31-03-2020
3

სიახლეები პოპულარული